ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ციფრული ინსტრუმენტების განვითარებას. ამ მიზნით, განახლდა ბიზნეს ინტერნეტბანკი და ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი დაემატა. ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირ ინტერნეტბანკშივე შექმნან ინვოისები, ჩამოტვირთონ, გააგზავნონ და, რაც მთავარია, ავტომატურად დაუკავშირონ ჩარიცხულ თანხებს.

ამ სიახლით ბიზნესებს გადახდებთან და ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები შეუძლიათ ერთ სივრცეში მოაქციონ.

რას მოიცავს ახალი ფუნქციონალი?

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკს ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ინვოისის ფოტოს ატვირთვა, რომელსაც სისტემა AI ტექნოლოგიის მეშვეობით კითხულობს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად ავსებს. აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების რისკს და ზოგავს ბიზნესის დროს.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკში ხელმსაწვდომია თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომლითაც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, გადაამოწმოს მიიღო თუ არა გაწეული მომსახურების საფასური და ნახოს, თანხის რა ნაწილია ჩარიცხული. პროდუქტის  უპირატესობას ასევე  წარმოადგენს  ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის ელფოსტაზე გაგზავნა.  კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან  მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის შესაძლებლობები და მართეთ თქვენი ბიზნესი მარტივად.



საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში - „თეგეტას“ სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს