
2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.6%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში არსებული 4.3%-ის შემდეგ. აგვისტოს ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 6.6%-იანმა ზრდამ (+5.4% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 6.3%-იანი ზრდა (+7.5% წ/წ წინა თვეში). საპირისპიროდ, იმპორტირებული საქონლის ფასები შემცირდა აგვისტოშიც, თუმცა წლიური კლების ტემპი -0.8%-მდე შენელდა (-1.6% წ/წ წინა თვეში), რაც ნაწილობრივ ანეიტრალებს ფასების საერთო დონეზე დამატებით ზეწოლას.
საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.8%-მდე გაიზარდა 2025 წლის აგვისტოში, წინა თვის 2.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.0% წ/წ, +3.35პპ), ჯანდაცვა (+9.3% წ/წ, +0.78პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.7%, +0.30პპ), განათლება (+4.6% წ/წ, +0.24პპ), სასტუმროები და რესტორნები (+6.8%, +0.22პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-1.4% წ/წ, -0.08პპ), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2.9% წ/წ, -0.19პპ) და ტრანსპორტი (-2.4% წ/წ, -0.31პპ).
თვიურ ჭრილში 2025 წლის აგვისტოში 0.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+1.3% წ/წ, +0.14პპ), სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+0.1% თ/თ, +0.07პპ) და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+0.7%, +0.05პპ) კატეგორიებში. ამასთან, სამომხმარებლო ფასების თვიური ზრდა ნაწილობრივ გაანეიტრალა ფასების კლებამ ტანსაცმელი და ფეხსაცმლის (-2.0% წ/წ, -0.09პპ) კატეგორიაში.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 5.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 3.7%-ით გაიზარდა (+183.9 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 სექტემბერს). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 15.1%-ს შეადგენს.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |