საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს  ვორკშოპს თემაზე — „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?

ღონისძიება  ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები  და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები.

ღონისძიება  საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივარომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებსპრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობასრაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.



Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე