
2025 წლის სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს მელიორაციამ წყლის უკანონოდ მოხმარებაზე გაძლიერებული კონტროლი დაიწყო, რომლის მიზანია წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება.
სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, ფერმერებმა საქართველოს მელიორაციის შესაბამის რეგიონულ სამსახურებსა და სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და წყალსარგებლობის შეთანხმება გააფორმონ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, კომპანიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (ცხელი ხაზის ნომერი: 2 00 10 00).
საქართველოს მელიორაცია მოუწოდებს წყალმომხმარებლებს, წინასწარ დაგეგმონ წყალსარგებლობის პერიოდი დამტკიცებული რეჟიმების გათვალისწინებით.
სარწყავი წყლის მიღება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით. შეთანხმების გარეშე სარწყავი წყლით სარგებლობა უკანონო ქმედებაა და ითვალისწინებს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გარეშე წყლის მოხმარებაზე შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთწლოვანი კულტურებისთვის 1 ჰექტარზე 247 ლარს, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის, 1 ჰექტარზე 216 ლარს შეადგენს.
სარწყავი წყლის მიწოდების გამართული სისტემა სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების აუცილებელი პირობაა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |