თამარ ჩერგოლეიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

ჩერგოლეიშვილის აზრით, მოხდება თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის კაპიტულაცია „ლელოზეა“ დამოკიდებული.

„თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).

და თუ არცერთი „მეინსტრიმ“ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება.

დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.



“ვაიზერი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
კახეთში Wasteless-ის ეკომეგობრული ფესტივალი იმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის