თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი - „იმპელ ვერდე“ შენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია „იმპელ დეველოპმენტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის - მწვანე ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) - ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისია, რომელიც “იმპელ ვერდეს” 20.5 მილიონი ლარით აფინანსებს.

საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ განვითარებად უბანში, ვარკეთილში მდებარეობს და 32 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. პროექტი ექვს საცხოვრებელ ბლოკსა და კომერციულ სივრცეს აერთიანებს. “იმპელ ვერდეს” მნიშვნელოვანი ნაწილი - 10 000 კვადრატული მეტრი - რეკრეაციულ ზონებს ეთმობა, სადაც დაგეგმილია გამწვანებული სივრცეების, სპორტული და საბავშვო მოედნების, აუზისა და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ერთ-ერთი მთავარი, რაც „იმპელ ვერდეს” გამოარჩევს - ენერგოეფექტურობაა. კომპანია მშენებლობაში თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს, რაც ხელს უწყობს ბინებში ტემპერატურის შენარჩუნებას და ამცირებს ენერგომოხმარებას. შედეგად, მობინადრეები კომუნალურ ხარჯებს დაახლოებით 40-60%-ით დაზოგავენ და ამ გზით გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებენ.

სწორედ ენერგოეფექტურობა და მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობაა ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) მიზანი. პროგრამა საქართველოში EBRD-თან ერთად, „მწვანე კლიმატის ფონდისა” და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივიას ფარგლებში, საქართველოში 25 მილიონ დოლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.  რაც ქვეყანაში ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი ინვესტიციების განხორციელებას უწყობს ხელს.

 



Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო