ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევრო გამოუყო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს, ქვეყანას დამატებით 1.9 მილიარდ ევრომდე ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

„დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის განზრახვა“, - აღნიშნა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად მიიჩნევს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.

„ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. დანიური მოდელის მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან. კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი კი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, - განმარტა შმიგალმა.



„როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები