ტაშკენტიდან მოდის ქარავანი? - ივანიშვილის ეკონომიკური გუნდი ტაშკენტში ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის შესაძლებლობებს განიხილავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ევროკავშირის თანაორგანიზებით "Global Gateway"-ის ინიციატივის ფარგლებში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მიზანია ტრანსკაპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის  თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად.

ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.



თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი