
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-27 აპრილს ძიუდოში გასამართ კონტინენტის პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს.
ქართველი ძიუდოისტი ტურნირს ჩაეხსნა, მის ნაცვლად კი 90 კგ-ში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ბექაურს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ოფიციალურ ტურნირზე არ უჭიდავია.
ჩვენი გუნდი შეჯიბრებაზე ცხრა მამაკაცით და ექვსი ქალი ძიუდოისტით გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
კაცები:
60 კგ – გიორგი სარდალაშვილი
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი
100 კგ – ილია სულამანიძე
+100 კგ – გურამ თუშიშვილი
ქალები:
48 კგ – ჯულიეტა როდონაია
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე
63 კგ – ეთერ ასკილაშვილი
70 კგ – მარიამ ჭანტურია
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი
ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის, რომელიც 27 აპრილს გაიმართება, საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილი (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაემატებიან - წერს პირველი არხი

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |