
თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ.
17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით MyMagti-ს აპლიკაციაში ან ვებ პორტალზე MyMagti.com, ულიმიტო პაკეტების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგი პაკეტების გააქტიურებისას:
- „ყველაფერი ულიმიტო“ (30 დღე)
- „ყველაფერი ულიმიტო“ (7 დღე)
- „ყველაფერი ულიმიტო“ (3 დღე)
- „ყველაფერი ულიმიტო“ (1 დღე)
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისი ბარათის MyMagti-ს აპლიკაციაში დამატება და პაკეტების თიბისის არხით შეძენა.
გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. ასევე, ერთ მომხმარებელს, თვის განმავლობაში, ჯამში მაქსიმუმ 15 ლარი, მთლიანი კამპანიის ფარგლებში კი (17 აპრილი-17 ივნისი), მაქსიმუმ 45 ლარი დაუბრუნდება.
თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და ახალი ბარათების მფლობელებს მრავალფეროვან შეთავაზებებს ყოველთვიურად სთავაზობს. აღნიშნული კამპანიაც სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და თითოეულისთვის სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის.
არ გამოტოვო 17 აპრილი! იმისათვის, რომ შეთავაზებით სრულად, ორი თვის განმავლობაში ისარგებლო, პაკეტების გააქტიურება აუცილებელია დაწყების დღიდან.
შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე: https://link.tbc.ge/mymagti-cashback

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |