ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდა

დღეიდან კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს, ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი ესტუმრა. 29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.



საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები
სელფი მობაილის ნომრების შეძენა სპეციალურ ფასად
როგორია საქართველოს ბანკის მწვანე ინიციატივები
„თეგეტა ჰოლდინგი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია