მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე - ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი

გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის TAURUS ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, - ციტირებს მედია მერცს.

მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით.

„ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს“.

მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება“, - აღნიშნა მერცმა.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა