
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას გამოეხმაურა.
"ამერიკის შეერთებული შტატები აქებს სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, გადაშალონ ახალი ფურცელი ათწლეულების კონფლიქტზე, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი სამყაროსთვის". - წერია განცხადებაში.
რუბიოს თქმით, ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის დროა
"სამხრეთ კავკასიის ხალხისთვის კეთილდღეობის ახალი ეპოქის დაწყების დროა". - აცხადებს რუბიო.
13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |