რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დრონებით სამი შეტევა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმები ოსნოვიანსკის, ნემიშლიანსკის და ნოვო-ბავარსკის რაიონებში განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად ნოვო-ბავარსკის და ოსნოვიანსკის რაიონებში ხანძარი გაჩნდა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 7 დაშავებულის შესახებ. მათ შორის 4 ბავშვია.



აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას გამოეხმაურა
ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით მეთადონი – 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა
ვილი სანიოლი - ხვიჩა კვარაცხელიას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია