
რასაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ზერელედ უყურებდა და ეგონათ რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ნელ-ნელა რეალობა ხდება. სენატორებმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს.
„ქართული ოცნების“ გარჯა და Deep State ძახილი ამაო აღმოჩნდა. „ოცნების“ ლიდერები სხვადასხვა არაადეკვატური განცხადებებით ცდილობდნენ კენჭი გაეგორებიათ აშშ-ს ადმინისტრაციისთვის თუმცა შედეგი ვერ მიიღეს, ფაქტია რომ დასავლეთ სამყარო მოძალადე ხელისუფალს არ აღიქვამს ლეგიტიმურად.
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას MEGOBARI Act-ი წარადგინეს - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
„ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯიმ რიშის თქმით, კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.
„საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი ძლიერ გზავნილია, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მათ, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთი პოლიტიკური სისტემისთვის." ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე რიში.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომლებმაც მფაფიოდ აჩვენეს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.
"შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი [ქართველების] მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების - დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლის- წინააღმდეგ. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გადავიდე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“ - ამბობს შაჰინი.
კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.
როგორც ჯიმ რიში, ასევე ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან - რა საკვირველია, მათ გარკვეული ამოცანა გააჩნიათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „MEGOBARI აქტის“ წარდგენას გამოეხმაურა.
„როგორც ჯიმ რიში, ასევე ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან. აღმზრდელები, რომლებმაც მოიყვანეს და იმ პოზიციაზე გაამწესეს, სადაც სადისტური სისტემა შეიქმნა. რა საკვირველია, ამათ გარკვეული ამოცანა გააჩნიათ. ახლა მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კონკრეტული პირები და მათი ამოცანები - გაიღოს საქართველომ მსხვერპლი. საქართველომ ერთხელ უკვე გაიღო მსხვერპლი, დაკარგა ტერიტორიების 20%, რაც უამრავი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე მოხდა. ახლა ითხოვენ მეორე მსხვერპლს, რომ საქართველო ისეთ პროცესში ჩაერთოს, საიდანაც თუ გამოვიდა და გადარჩა აუცილებლად სერიოზული ზარალით გამოვა. რა საკვირველია, ამას თავის შემოქმედები ჰყავდა და ეს კონკრეტული ადამიანები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] იმ ჯგუფიდან არიან. როგორ განვითარდება მოვლენები ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გვინდა, რომ წარმატებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არამარტო საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოს დიდი გამოწვევა ელოდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოცნების ერთ-ერთი სახე და ყველა რეპრესიული კანონების ავტორი მამუკა მდინარაძე იხტიბარს არ იტეხს და ისევ Deep State -ზე ლაპარაკობს. მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს ჩვენ Deep State-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ-მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე.
„ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ Deep State-ის პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება აკვირდება პროცესებს, რომელიც „დიფ სთეითის“ დამარცხებისკენაა მიმართული, რადგან აღნიშნულ პრობლემას საქართველო პირდაპირ შეეჩეხა.
„ჩვენ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი იმიტომ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულ პრობლემას პირდაპირ შევეჩეხეთ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და გვინდა, დონალდ ტრამპს წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, თუმცა, პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები და შეძლებს თუ არა „დიფ სთეითის“ დამარცხებას. განცხადებას მაშინვე გავაკეთებთ, როცა დავინახავთ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდა. ეს ჩვენზეც გამოიხატება და ჩვენს თავზეც დავინახავთ“, - განაცხადა კალაძემ.
„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. - თქვა ოცნების ახალმა სახემ არჩილ გორდულაძემ
„MEGOBARI აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არის ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე აინიცირებენ სხვადასხვა აქტს და ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მერე ისაუბრონ ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება. პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა 6-ჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის და სამართალდამცავების სანქცირებას რომ მოითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ასეთ აქტს, რომელზეც დაბეჭდილია. მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენს მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს - დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამ განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ „ოცნება“ სრულიად აცდა ან მოწყდა რეალობას. საღად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას და მათი ყოფნა ხელისუფლებაში უმძიმე თუნდაც გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს საქართველოზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე - ექსპრესნიუსის რედაქტორი 2009 წლიდან

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |