ოდესის პორტზე თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოდესის პორტში რუსული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რაკეტა მარცვლეულით დატვირთულ გემს მოხვდა, რომელიც ალჟირში მიემართებოდა.

ამის შესახებ იტყობინება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი, უკრაინის პორტების ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ფოტოებისა და ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა რუსული რაკეტა "ისკანდერით" განხორციელდა კასეტური საბრძოლო მუხტით.

სატვირთო გემი MJ Pinar ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს, მისი ოპერატორი ბერძნული კომპანიაა, წერს გამოცემა The Maritime Executive.

თავდასხმის დროს გემი ოდესის პორტში 30 ტონა მარცვლეულით დატვირთული იდგა. ეკიპაჟის ოთხი დაღუპული წევრი სირიის მოქალაქეა, დაჭრილია ერთი უკრაინის, ერთიც სირიის მოქალაქე. ეკიპაჟი სულ 12 ადამიანისგან შედგება.

გემის გარდა დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა.



20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება