
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ოჯახებს, რომლებსაც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში სახლები დაეწვათ, 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.
ჟორჟოლიანის თქმით, გურიაში - ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გახსნილ შტაბებთან ფონდი დღეს დაასრულებს თანამშრომლობას და რესურსებს იმერეთისკენ მიმართავს.
"ნაგომარაში რომ ბიჭს სახლი დაეწვა, მისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხა 54 548. ასევე, ხანძარმა ღია ცის ქვეშ დატოვა შრომაში, გიორგი ჩიქოვანის ოჯახი. მივიღე გადაწყვეტილება, ბექასთვის ჩარიცხული თანხა შეივსოს და ორივე ოჯახს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, თქვენგან ჩაერიცხოთ 100-100 ათასი ლარი", - წერს ჟორჟოლიანი.
მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე სულ 382 360, საიდანაც დარჩენილია 251 742 ლარი. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების შემდეგ, დარჩენილი თანხა იმერეთში დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.
"შტაბებით ძალიან ბევრი ადგილობრივი და ჩასული მოხალისე შეემატა ჩემი თანამებრძოლების სიას. მადლობა ყველას! ახლა უკვე ბევრად მეტი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა დავეყრდნო", - წერს ჟორჟოლიანი.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |