
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც ამ მონაცემებით, 225 ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და 90 ორგანიზაცია აწერს ხელს, მოთხოვნა კი ვეტერანი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.
"ხელმომწერი ჟურნალისტები, "ნიუსრუმები", პრესის თავისუფლების ადვოკატები, ადამიანის უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვეტერანი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. [...]
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
ჩვენ მზია ამაღლობელის, მისი კოლეგების და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტის გვერდით ვდგავართ". - წერია განცხადებაში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |