პროტესტის 72-ე დღე - მოქალაქეები მარშისთვის ემზადებიან

პროტესტის 72-ე დღე - პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ევროპის მცველები მარშისთვის ემზადებიან.

დაკავებული 50 მომიტინგის გათავისუფლების მოთხოვნით, მარში საღამოს 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან დაიწყება.

“სოლიდარობა სინდისის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით უკვე სამი კვირაა, ყოველ პარასკევს საპროტესტო მსვლელობა ეწყობა.

ქუჩაში გამოდიან ევროპული მომავლის მცველების დედები, მამები მეგობრები და მათი უცნობი მხარდამჭერებიც. ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები დააპატიმრეს, უკანონო ტყვეობაში იმოფებიან და იმის გამო, რომ გარკვეული დისბალანსი არსებობს, რაღაც ნაწილი ვართ თავისუფლები და ვახერხებთ რუსთაველზე გასვლას, რაღაც ნაწილი კი ტყვეობაშია, და მათ ხმაც ჩაუხშეს პროტესტის, ვალდებულები ვართ მათი ხმა გამოვიტანოთ და მოვდოთ მთელს ქალაქს და ქვეყანას. სწორედ ამისთვის იმართება, ამისთვის იმართება ეს მარში ყოველ პარასკევს და იქამდე, ვიდრე ეს ხალხი იქნება უკანონო ტყვეობაში, ჩვენ ვივლით და ჩვენი ხმა იქნება ძლიერი, გამაყრუებელი და საბოლოოდ დაანგრევს ამ მახინჯი ციხის კედლებს“, - განაცხადა რეჟისორმა, გიორგი თავართქილაძემ.  

რადგან ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას არ ესმის ჩვენი ხმა, ჩვენ გვაქვს არჩეული ეს გზა, ყოველდღე, ჯიუტად გავაგონოთ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც აგრეთვე ე.წ. ხელისუფლების მსგასად, ირჩევენ პოზიციას, ვითომ არაფერი ხდება გარეთ, თუმცა სინადვილეში ძალიან ბევრი სინდისის პატიმარი გვყავს, ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ გარეთ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - განაცხადა მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ.

საპროტესტო მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა