მამუკა მდინარაძე - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ლობირება რევოლუციის დაფინანსებისა საქართველოში

„დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ლობირება რევოლუციის დაფინანსებისა საქართველოში, ამას უკვე აღარ სჭირდება ბევრი გადახედვა, ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას,“ – ამის შესახებ ფრაქცია, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულებაზე საუბრობს, მისი თქმით, არცერთი სიტყვა ტრამპის განცხადებიდან არ ყოფილა შეცვლილი და  განცხადება, რომელიც მან გააკეთა იყო ზოგადი და არა რაიმე საკითხის მიმართ კონკრეტული.

„გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი. ამ შემთხვევაში და არც ერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს, მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, გამჭირვალობათან, USAID-ის ასე მავნებლურად ნახარჯ თანხებთან, მშვიდობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავად უნდა გაარკვიონ. ცოდნა დამიწუნეს და არც ერთი სიტყვა არ იყო რეალურად, საბედნიეროდ, შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, მარკო რუბიოს მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საელჩოს მარტივად შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იზიარებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიდგომებს.

„როდესაც ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ საელჩო მოქმედებს მისი ხელმძღვანელის და ახლადარჩეული პრეზიდენტის შეხედულებების შესაბამისად, გვინდა, მოვისმინოთ არა ზოგადი ფრაზები, არამედ კონკრეტულად იმ შეცვლილ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით საელჩოს პოზიცია, რომელიც ათასგზის გახმოვანებულია, მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. დაუჯერებელია, რომ საელჩო ცდილობდეს, „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვაგვარად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. ყველა, საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებულია, რომ თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ, ვიღაცამ დაწერა და დავეთანხმები, „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, იმ ხალხის მოქმედებები და სალჩოს განცხადება ფაქტობრივ თანხვედრაში ერთმანეთთან არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-სს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, ამერიკის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივებზე და საელჩოს ურთიერთ გამომრიცხავ მოქმედებებზე, გააკეთა განცხადება.

 „სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება“.

მოგვიანებით მამუკა მდინარაძის განცხადებას აშშ-ის საელჩომ უპასუხა .

 „ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად“.



„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა
პროტესტის 72-ე დღე - მოქალაქეები მარშისთვის ემზადებიან
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი დარეგისტრირდა
ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა