სოფო ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

ჯაფარიძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაფარიძეს 17 ნოემბერს, ვარაზის ხევის მიმდებარედ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

როგორც ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილება უკანონოა. სოფო ჯაფარიძემ გადაწყვეტილებას ცირკი უწოდა.



საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება