პარლამენტის ბიურომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წევრების გაწვევის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ბიურომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წევრების გაწვევის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: - ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი დაზვიად შალამბერიძე.

  „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს.

„ველით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

 



თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია