
მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქება მოხდა. სამიზნე დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი იყო.
თავდაპირველად რუსული მედიით და ტელეგრამ-არხებით სარქისიანის დაღუპვასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ, მათ შორის „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ სარქისიანი მძიმედ არის დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა დაღუპულია მისი დაცვის წევრი.
უკრაინა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში, არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებს.
სარქისიანი მიჩნეულია უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება და 2022 წლის თებერვალში მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრაში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |