გიგი უგულავამ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.

უგულავამ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა.

„სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ.

აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ.

იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ,“ - წერს უგულავა.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.



ესტონეთის საგარეო - მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერზე, გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას
უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!