“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროკავშირის გაფართოების კომისარს, მარტა კოსს შეხვდა.”
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს
თინა ბოკუჩავას განცხადებით - “დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოწვეული იყო გაფართოების კომისარი მარტა კოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საქართველო იქნება მისი პრიორიტეტი და მისი მანდატის ფარგლებში არის რეალური შანსი ევროკავშირის გაფართოების, თუმცა ახლა ივანიშვილის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველო ამ შესაძლებლობას კარგავს. მეტიც, საქართველო კარგავს მილიონობით ევროს დაფინანსებას, რომლის მიმართვა მოხდება დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. მე ვესაუბრე მარტა კოსს დეტალურად საქართველოზე, სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე, ინდივიდუალური სანქციების ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ვაიძულოთ დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |