პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ევროპას პრობლემებს შეუქმნის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო პაკეტი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას ენერგეტიკის კუთხით და საწვავის ფასების ზრდას გამოიწვევს.

 

„სანქციების ეს ახალი პაკეტი ცენტრალურ ევროპაში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის, რადგან სანქციების სიაში შედის კომპანია, რომელიც სერბეთისთვის ნავთობის მიწოდებაში მთავარ როლს ასრულებს,“ – განაცხადა სიიარტომ.

 

მისი თქმით, სანქციები იწვევს ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებას, რაც საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

 

„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სანქციების გავლენა საწვავის ფასებზე და დავიცვათ ცენტრალური ევროპის ეკონომიკა და უნგრელი ხალხი. საწვავის ფასების ზრდა არა მხოლოდ აუტანელს ხდის ადამიანების ცხოვრებას და ზრდის ხარჯებს, არამედ უარყოფითად აისახება მთელ ეკონომიკაზე,“ – აღნიშნა სიიარტომ.

 

აღსანიშნავია, რომ 10 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ყოვლისმომცველი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ. სანქციები შეეხო 183 ტანკერს, ნავთობის მოვაჭრეებს, ნავთობსერვისის კომპანიებს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რიგ ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

 



„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს
ირაკლი აბესაძე - გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა
საის იურისტი - მზიას თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს მას
ივანიშვილის ადვოკატი - დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა მრავალი ათასი ბიტკოინის უკანონოდ მითვისებას