რობერტ ფიცო - ზელენსკი ხშირად ხვდება ევროპელ ლიდერებს და ითხოვს ფინანსურ დახმარებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ის ევროპაში „მათხოვრობს“ და „აშანტაჟებს სხვებს“. ფიცოს სიტყვებით, ზელენსკი ხშირად ხვდება ევროპელ ლიდერებს და ითხოვს ფინანსურ დახმარებას, რასაც ფიცო აბსურდულად თვლის და აღნიშნავს, რომ „ეს უნდა შეწყდეს“.

საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას ფიცომ უპასუხა ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მოითხოვდა მისგან განმარტებას მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საკითხზე სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ფიცო განაცხადა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ მომზადა ორი ვარიანტი უკრაინიდან გაზის ტრანზიტის საკითხის მოგვარებისათვის.

ერთ-ერთი ვარიანტი იყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის შედეგადაც სლოვაკეთს აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდებოდა, თუმცა, ფიცოს თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩაშალა. მეორე ვარიანტი იყო სლოვაკური კომპანია SPP-ის წინადადება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნა უკრაინაში შვილობილი კომპანია გაზის სლოვაკეთში ტრანსპორტირებისთვის.



„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს
ირაკლი აბესაძე - გიგი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და მას ხელი არ მოაწერა
საის იურისტი - მზიას თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებს მას
ივანიშვილის ადვოკატი - დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა მრავალი ათასი ბიტკოინის უკანონოდ მითვისებას