The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორზე ისრაელმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიკოსების განცხადებით, იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მათივე ცნობით, ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე დარტყმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20 პირი კი დაშავებულია. სამედიცინო პერსონალის ვარაუდით, უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

მსხვერპლია ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილზე მიტანილი იერიშის შედეგადაც, სადაც 5 ჟურნალისტი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აღნიშნულ ავტომობილზე იყო წარწერა, რომ სატრანსპორტო საშუალება მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა