„თიბისი“ - სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისის“ განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისელები“ შეიკრიბნენ საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ გუნდის 2 წევრს - გიორგი მაისურაძესა და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

„დღეს, 8 დეკემბერს „თიბისელები“ შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება