თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია იმართება

მ წუთებში მოქალაქეები თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

იუსტიციის სახლის შენობის შიდა სივრცეში მოქალაქეთა ნაწილი იმყოფება, რომლებიც სამუშაო პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით შევიდნენ და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.

მოქალაქეებმა ადგილზე იმ პირების ფოტოსურათები მიიტანეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაშავდნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება