„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არ უცნობებიათ,- ამის შესახებ გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილიმა „მთავარ არხს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნულ პროცესი და არავინ პასუხს არ გასცა.
„უკანონობის ზენიტში ვართ, ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს. დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორშიც და სასამართლოშიც, რომ გაერკვიათ რომელ საათზეა ჩანიშნულ პროცესი და არავინ პასუხს არ გვცემდა. გარეთ დიდი მობილიზაციაა პოლიციელების, არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყველანაირი კანონი ამ ქვეყანაში ირღვევა“,- ამბობს ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს. დაკავება პარტია „დროას“ ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გვარამია მივიდა და სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ იურისტის სტატუსით შეეშვაათ პარტიის ოფისში, რათა ჩხრეკას დასწრებოდა. აღნიშნულს პოლიციასა და გვარამიად შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ნიკა გვარამია დააკავეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |