თეონა აქუბარდია - ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ქვეყანაში „ავტორიტარულმა რეჟიმმა რეპრესიები და ტერორი უნდა შეწყვიტოს“.

„ჩვენ, 4-ვე პოლიტიკური ძალა, ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას; იმ რეპრესიების, ტერორის შეწყვეტას, რომელსაც ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი ყოველდღიურად ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. უკანონო ჩხრეკები მეტროები, მათ შორის უკანონო ჩხრეკა ბინებში - სამოქალაქო აქტივისტების, მსახიობების, უკვე ყველა სფეროს ადამიანების წინააღმდეგ ის დაშინებისა და ტერორის კამპანია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად რასაც ვხედავთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ არის ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულად ქცეული და როგორ იყენებს ძალას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- განაცხადა აქუბარდიამ.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა