მელია სხვიტარიძეზე - ოქმის შედგენის შემდეგ, მის საცემად ოთახში შევიდნენ ნიღბიანები - სადამსჯელო ოპერაცია სხვა სართულზეც გაგრძელდა

საბა ნაცემია, თუმცა ის ცემეს არა რეჟიმისთვის უკვე ჩვევადქცეულ სტილში (დაკავებისას), არამედ დაკავების შემდეგ, სამმართველოში მიყვანისას, სანამ იზოლატორში შეიყვანდნენ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სამოქალაქო აქტავისტ საბა სხვიტარიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აცხადებს, სხვიტარიძეზე ერთხელ ოქმის შედგენის, ხოლო მეორედ მას შემდეგ იძალადეს ფიზიკურად, რაღაც დანაშაულის აღიარებაზე უარი განაცხადა.

„საბა ის ბიჭია, რომელმაც „მარიოტთან“ ჩასაფრებულ, „ტიტუშკებად“ გადაცმულ „პოლიციის“ მაღალჩინოსნებს, წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი თანაგუნდელების დასაცავად. 

„დაზარალებული“, ვითომ ოპოზიციის მოწინააღმდეგე მოქალაქე (სამოქალაქო ტანსაცმელში და ნიღაბში გამოწყობილი) აგრესიული პროვოკატორი  - პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა - მირიან ქავთარაძე.

მისი ამოცნობა მხოლოდ მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც მას და სხვა „ტიტუშკებს“, „მარიოტთან“ მოსულმა თანემბრძოლებმა ნიღაბი ჩამოხსნეს....

საბა დაიჭირეს „პოლიციის“ მაღალჩინოსანზე თავდასხმის გამო.

საბა ნაცემია, თუმცა ის ცემეს არა რეჟიმისთვის უკვე ჩვევადქცეულ სტილში (დაკავებისას), არამედ დაკავების შემდეგ, სამმართველოში მიყვანისას, სანამ იზოლატორში შეიყვანდნენ. 

ოქმის შედგენის შემდეგ, ოთახიდან გავიდა გამომძიებელი და მის საცემად, ოთახში შევიდნენ ნიღბიანები. რამდენიმე საათის შემდეგ, სადამსჯელო ოპერაცია გაგრძელდა სხვა სართულზე, სადაც საბას მოსთხოვეს დანაშაულის აღიარება - მიიღეს მტკიცე უარი, რის შემდეგაც, რეჟიმის უნიღბო მსახურებმა კვლავ დატოვეს ოთახი და შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს. 

რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები. უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც მართალი ბრძოლისთვის ისჯებიან.

ბრძოლისა და წინააღმდეგობის ყოველი დღე, ერთი დღით გვაახლოებს გამარჯვებას, ყოველი ადამიანის სიმყარე, ჯიუტი და მყარი დგომა ასუსტებს და ძალას აცლის რეჟიმს“,- წერს მელია „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმრო დატოვეს. მათ ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ და დაუპირისპირდნენ.

პოლიციამ დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავა.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა