ქურდოვანიძე - სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიები ჰააგის სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს

სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინაააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს,- ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცადა.

როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საია განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ვინც ფიზიკურად დაშავდა.

“სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინაააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. მზარდი რეპრესიები და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასტაბიანი და სიტემური თავდასხმების სახით. ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის არაადამიანური, განზრახული ქმედებები, რომლებიც იწვევენ ტანჯვას, სხეულის მძიმე დაძიანებას ან/და ზიანს აყენებენ პირის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ვინც ფიზიკურად დაშავდა“,- ნათქვამია განცხადებაში.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა