ყაველაშვილი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ

ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებასაც ქვეყნის არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“.

პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა ასე ვთქვათ მომანიჭა. ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, უმრავლესობის თითოეულ წევრს განსაკუთრებული მადლობა ამ ნდობის გამოცხადებისთვის.

რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებული, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები" ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. მე გულწრფელად და მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება. დარწმუნებული ვარ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას, დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ,- განაცახად ყაველაშვილმა.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა