პაკისტანში რკინიგზის სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში, რკინიგზის სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 24 ადამიანია დაღუპული, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესაებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბელუჯისტანის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, რკინიგზის სადგურზე სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პეშავარის მიმართულებით მატარებელი უნდა გასულიყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პროვინციის მთავარმა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.



თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს
PSP Pharma განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა