ჰერცოგი - ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც თავისუფლების ღირებულებებს იცავენ

ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ჰერცოგმა აღნიშნა, ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად და ყველა საჭირო საშუალებით აღმოფხვრის ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ“.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3 ისრაელელი დაკარგულად ითვლება.

"ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც, 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარასოდეს ვნახავდით: ანტისემიტური "პოგრომი", რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის "მაკაბის" გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში. 

ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობებს შორის თანამშრომლობას და მჯერა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელისა და ებრაელის დასაცავად, ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად და მათ წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად",- წერს ჰერცოგი.

შეგახსენებთ, ისრაელის მოქალაქეებზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.



თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს
PSP Pharma განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა