პუტინი - მინდა, მივულოცო ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა - ის, რაც ითქვა უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ყურადღების ღირსია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, პუტინმა „ვალდაის“ სხდომაზე შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და ტრამპთან დიკუსიისთვის მზაობა გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის საქციელმა მკვლელობის მცდელობისას მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი „მამაცი კაცია“.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა... მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა. ეს ნამდვილად ასე იქნება. თუ რომელიმე მათგანს, დასავლეთის ლიდერებს, სურთ კონტაქტების განახლება, ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოდი, კონტაქტები განვაახლოთ და დისკუსიები გავაგრძელოთ. რას გააკეთებს ტრამპი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ რაც აქამდე საჯაროდ ითქვა... ის, რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასრულებაზე, ჩემი აზრით, ყურადღების ღირსია“,- განაცხადა პუტინმა.



თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს
PSP Pharma განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა