ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ესპანეთში - არიან დაღუპულები, დაკარგულები და მაღალი დონის განგაშია გამოცხადებული

აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაღუპულია რამდენიმე ადამიანი (ზუსტი რაოდენობა უცნობია). ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მთავრობა ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - სატვირთოს მძღოლი ვალენსიის რეგიონში და 6 ადამიანი ქალაქ ლეტურში, აღმოსავლეთ პროვინცია ალბასეტში.

"ყურადღებით ვაკვირდები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ცნობებს და ბოლო საათებში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს," - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

ესპანეთის საზოგადოებრივ ტელევიზია TVE-სთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა კასტილა-ლა მანჩაში, მილაგრას ტოლონმა განაცხადა, რომ დაკარგულების მოსაძებნად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კრიზისული კომიტეტი შექმნა.

სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა ვალენსიის რეგიონში წითელი განგაში, ანდალუსიის ნაწილებში კი, მეორე ყველაზე მაღალი დონის განგაში გამოაცხადა.

მეტეოროლოგების თქმით, წვიმა, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე გაგრძელდება.



„როუდშოუების“ შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დაჯავშნა პაკეტი
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები