მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კანონის უზენაესობა მკაცრად დაიცვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
"აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის, "რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ამცირებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დაიწყოს დაუყოვნებელი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად",- აღნიშნულია განცხადებაში.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |