სი ძინპინი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია,- ამის შესახებ რუსეთის ქალაქ ყაზანში, BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და ბრაზილიამ, გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინეს ინიციატივა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობართა სამშვიდობო ჯგუფის შექმნის შესახებ.

"უკრაინის კრიზისი გრძელდება. ჩინეთმა და ბრაზილიამ, გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინეს ინიციატივა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობართა სამშვიდობო ჯგუფის შექმნის შესახებ. ჯგუფის მიზანია, მოიზიდოს მეტი ხმა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ცეცხლის გაღვივება. ამ სამი პრინციპის მიზანია სიტუაციის სწრაფი დეესკალაციის ხელშეწყობა",- განაცხადა სი ძინპინმა.



კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
სალივანი - საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს
სი ძინპინი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია
ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“