კიევის ბრალი არაა სააკაშვილის შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, EU მის გათავისუფლებას რომ ითხოვს - ჩვენი ბრალია, ჩვენი! - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში". 

პაპუაშვილის თქმით, „კიევის ბრალი არ არის 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ ევროკავშირი მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს". 

"რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა. 

რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს.

ჩვენი ბრალია, ჩვენი!" - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.



აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
კიევის ბრალი არაა სააკაშვილის შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არაა, EU მის გათავისუფლებას რომ ითხოვს - ჩვენი ბრალია, ჩვენი! - პაპუაშვილი
პროკურატურა - ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა - დაკავებულია 4 პირი
კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს