აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში  15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა.

"მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები და სმარტ საათები. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში. სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში,  ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს", - ნათქვამია ინფორმაციაში.



„საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა