„მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ“ - ორბელიანების სასახლეში გახარიას და ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას და "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები და მოლაპარაკებები საბოლოოდ ხვალ დასრულდება. 

"ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია... დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა გახარიამ.



„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა
Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა