წილოსანი - ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები „ნაცსექტანტებისთვის" შეტევის, ზიზღისა და სიძულვილის ობიექტები გახდნენ

„ქართული ოცნება" გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის  წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით. თუმცა, ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები  გახდნენ "ნაცსექტანტებისთვის" შეტევის, ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები. ასეთია უშინაარსო და სხვისთვის ავისმოსურნე ადამიანების რეალური სახე",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, “მანიაკური გადახრების ადამიანებისთვის ქვეყნის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ნაკრების “გადავლა" დიდი სიამოვნება აღმოჩნდა“.

“დაბრუნებით, "ტრიუმფალური გამარჯვებით" გვექადნებიან. ნეტავ, თავად თუ სჯერათ ამ ყველაფრის, როდესაც ცოდვილობით აკოწიწებენ 5%-ზე მეტს. იმდენად ამორალურად მიმდინარეობს მთელი მათი გადაჯგუფების პროცესი, რომ გახარია- "ლელოს"  გაერთიანებას ველოდებით სულმოუთქმელად.

ქვეყნის სიყვარულში რომ ვერ გვეჯიბრებიან, ეს უკვე დეკლარირებულად აქვთ გაცხადებული, თუმცა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში ერთმანეთს ტოლს რომ  არ უდებენ, ეს უკვე ტრაგედიაა",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იწყებს
გერმანიის ელჩი - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა