სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იწყებს

სლოვაკეთის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

"როდესაც საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ იდენტობას, მას ყველა ერთად დავიცავთ. არასდროს მივცემთ უფლებას პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს, სლოვაკეთი სადმე მოსკოვისკენ წაიყვანოს. მას ამის მანდატი არ აქვს და ეს სლოვაკეთის მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება" – წერია საერთო განცხადებაში.

საგარეო კურსის გარდა, მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის მიზეზებს შორის არის პრობლემები ჯანდაცვის სექტორში და გაზრდილი ფასები.

13 იანვარს, ფიცომ არ გამორიცხა მიმდინარე წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მისი განმარტებით, თუ საპარლამენტო კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია.



სალომე სამადაშვილი - უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ
მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო
სააკაშვილი - ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას