ჯო ბაიდენი - ჩვენს განსხვავებებს საარჩევნო ყუთთან ვწყვეტთ და არა იარაღის ლულით - აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 ბაიდენის განცხადებით, აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.

“ამერიკაში ჩვენს განსხვავებებს საარჩევნო ყუთთან ვწყვეტთ და არა  იარაღის ლულით“,- აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.



"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იწყებს
გერმანიის ელჩი - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა