სტოლტენბერგი - პუტინის გამარჯვება უკრაინაში ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება

პუტინის გამარჯვება უკრაინაში ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის მიესალმება ბოლო დღეებში მიმდინარე საჯარო განხილვებს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის შესახებ.

"ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცალკეულმა მოკავშირეებმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ამ საკითხებზე ომში არ არსებობს არჩევანი რისკის გარეშე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი რისკი ჩვენთვის იქნება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინაში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება ცალკეული მოკავშირეების გადაწყვეტილებებზე.



"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
სლოვაკეთის ოპოზიცია ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას იწყებს
გერმანიის ელჩი - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა