„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

შანიძეს გამოძიება ორი მუხლით ედავება - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 265-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) მოყვანას გულისხმობს. 



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდამდე ევროს მორიგი ტრანში დაამტკიცა
პროკურატურის განცხადებით, ფონდების ანგარიშები “საბოტაჟის საქმეზე“ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს
ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და სწორადაც!