წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. "უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
"საბა" "თიბისიმ" და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია "საბას" 2024 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- აინე მერმე, "ეუარა“ (ინდიგო)
- გიორგი კვიტატიანი, "ბრინჯაოს ქალაქი - ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
- თამარ ჟღენტი, "წამისყოფა“ (ინტელექტი)
- მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნატალი დარასელია, "სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი)
- რუსუდან ტყემალაძე, "არქიტექტორი“ (პალიტრა L)
- სალომე პატარიძე, "დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში" (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- სოსო ყიფშიძე, "ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
- ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა:
- გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
- დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
- დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- არჩილ ქიქოძე, "ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- დალილა ცატავა, "გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
- ზაზა ბურჭულაძე, "ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლევან ბერძენიშვილი, "ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
- მალხაზ ხარბედია, "შეთხზული „მე““ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ეკა ქავანიშვილი, "ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
- ზაალ სამადაშვილი, "რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
- ლუკა ხატიაშვილი, "ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
- მარი ბექაური, "ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა ჯეჯეია, "ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბესიკ ხარანაული, "ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
- გიორგი კეკელიძე, "ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
- იაკი კაბე, "მოქალაქე” (ინტელექტი)
- მედეა ზაალიშვილი, "სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
- ნანა აკობიძე, "ვალაუვალი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
- ბესო სოლომანაშვილი, "ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით ქართველიშვილი, "მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
- თეა თოფურია, "იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი)
- ირაკლი სამსონაძე, "ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
- ლაშა ბუღაძე, "საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, "აჩრდილები“ (პალიტრა L)
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |